აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჩედ ვულფმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია თავად ვულფის მიერ გავრცელებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩედ ვულფი არის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მესამე მინისტრი, რომელმაც გასული კვირის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მანამდე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ტრანსპორტის მინისტრმა ელეინ ჩაომ და განათლების მინისტრმა ბეტსი დევოსმა განაცხადეს.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი კოორდინაციას უწევს რიგ სამართალდამცავ და უსაფრთხოების უწყებებს, მათ შორის, სანაპირო დაცვის, საემიგრაციო და საბაჟო პოლიციის სამსახურს, მოქალაქეობისა და საემიგრაციო სამსახურს, ნარკოტიკებისა და უკანონო იარაღთან ბრძოლის სამმართველოს, ინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების სამმართველოს.