აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობის ლიდერმა​, მიტჩ მაკკონელმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

21:03, 15.12.2020
FILE PHOTO: U.S. Senate Majority Leader Mitch McConnell stands during a news conference with Republican leaders at the U.S. Capitol in Washington, U.S., December 8, 2020. Kevin Dietsch/Pool via REUTERS/File Photo

აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა „დემოკრატ“ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სენატში სიტყვით გამოსვლისას „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ისაუბრა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობაზე და სიტყვა დაასრულა ჯო ბაიდენისთვის მილოცვით.

მაკკონელმა ასევე აღნიშნა, რომ მას 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში განსხვავებული შედეგების იმედი ჰქონდა.

ამასთან, მისი თქმით, „ყველა ამერიკელს შეუძლია, იამაყოს, რომ ქვეყანას პირველად ჰყავს არჩეული ქალი ვიცე-პრეზიდენტი“.

14 დეკემბერს აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა.

მსგავსი