აშშ-ის საზღვაო ძალების ცნობით, ჰამილტონის კლასის ამერიკული კატარღა შავი ზღვისკენ მიემართება
ჰამილტონის კლასის ამერიკული კატარღა შავი ზღვისკენ მიემართება, – ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტი „ტვიტერში“ ავრცელებს ინფორმაციას.
„ეგეოსის ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდ რუზველტთან მუშაობის დასრულების შემდეგ, ჰამილტონის კლასის აშშ-ის სანაპირო დაცვის საპატრულო კატერმა ჩრდილოეთის სრუტეების გავლით შავ ზღვაში გასასვლელად სვლა დაიწყო.
კატარღა რეგიონში ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან იმუშავებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
BREAKING: 🇺🇸@USCG Cutter Hamilton begins its north bound straits transit into the #BlackSea, after working with @USNavy #USSRoosevelt in #AegeanSea. Hamilton will be working with @NATO Allies & partners in the region. #Triservicemaritimestrategyhttps://t.co/mIExoN8qlD pic.twitter.com/VIPLsrMSyC
— U.S. Naval Forces Europe-Africa/U.S. Sixth Fleet (@USNavyEurope) April 27, 2021