აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის წარმომადგენლები ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ
აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის წარმომადგენლები ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ

ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ოფიციალური პირები მომავალ კვირაში ტოკიოში ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ.

„როიტერის“ ცნობით, სამი ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავენ ოფიციალური ფხენიანის ბირთვული შეიარაღებისა და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების საკითხებს.

„დაგეგმილ შეხვედრაზე სახელმწიფოები გამართავენ სიღრმისეულ დისკუსიას კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაციის მართვასთან დაკავშირებით თანამშრომლობის განვითარებისა და სამშვიდობო პროცესის განახლების გზებზე“, – ნათქვამია სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.