აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენი კალიფორნიაში საჰაერო ბაზიდან აფრენისთანავე ჩამოვარდა
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების B-52 Stratofortress-ის ტიპის ბომბდამშენი კალიფორნიის შტატში, საჰაერო ბაზიდან აფრენისთანავე ჩამოვარდა.
„საგანგებო ეკიპაჟები ადგილზე დაუყონებლივ გაემართნენ და და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. დამატებითი ინფორმაცია გავრცელდება, როგორც კი ხელმისავწდომი იქნება“, – აღნიშნულია საჰაერო ბაზის განცხადებაში.
შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
აეროდრომი დაიხურა და ყველა შემომავალი თვითმფრინავი სხვა მიმართულებით გადამისამართდა.
B-52 Stratofortress-ის ტიპის ბომბდამშენი აშშ-ის არმიაში 1950-იანი წლებიდან გამოიყენება. ის შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენია, რომელსაც, როგორც წესი, ხუთკაციანი ეკიპაჟი მართავს.