აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მარინ ლე პენის შესახებ საფრანგეთის სასამართლოს განაჩენს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან პოლიტიკური პროცესიდან ხალხის გამორიცხვას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მარინ ლე პენის შესახებ საფრანგეთის სასამართლოს განაჩენს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან პოლიტიკური პროცესიდან ხალხის გამორიცხვას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მარინ ლე პენის შესახებ საფრანგეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ეწინააღმდეგება პოლიტიკური პროცესისგან ხალხის გამორიცხვას. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთმა უნდა გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარია და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა გაიხსენა.

„ჩვენთვის ცნობილია ინფორმაცია მისი განაჩენის შესახებ და ამ სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე დამატებითი კომენტარისთვის საფრანგეთის ხელისუფლებასთან გადაგამისამართებთ. თუმცა ასევე გავიხსენებთ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და, ასევე, პოლიტიკური პროცესიდან ხალხის გამორიცხვის მიუღებლობის შესახებ. ჩვენ, როგორც დასავლეთმა, უნდა გავაკეთოთ მეტი, ვიდრე უბრალოდ დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარია. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მათით. პოლიტიკური პროცესიდან ხალხის გარიცხვა განსაკუთრებით საგანგაშოა, თუ გავითვალისწინებთ აგრესიულ და კორუმპირებულ სამართლებრივ ბრძოლას პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ აქ, შეერთებულ შტატებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველას უფლებას, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები საჯარო სივრცეში, ეთანხმებიან სხვები თუ არა“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.