აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ენტონი ბლინკენი დიდი ოცეულის სამიტზე სერგეი ლავროვთან შეხვედრას არ გეგმავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ენტონი ბლინკენი დიდი ოცეულის სამიტზე სერგეი ლავროვთან შეხვედრას არ გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დიდი ოცეულის სამიტზე რუს კოლეგეასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრას არ გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ასეთი შეხვედრისა და მოლაპარაკებების პირობები ჯერ კიდევ არ არსებობს, რადგან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აგრძელებს.

„ვისურვებდით, რომ რუსებმა მოგვცენ ორმხრივი შეხვედრის ჩატარების მიზეზი. მაგრამ, ჯერჯერობით, ერთადერთი, რასაც მოსკოვიდან ვხედავთ, უკრაინის მიმართ უფრო სასტიკი აგრესიაა“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი მომდევნო კვირაში ინდონეზიაში დაგეგმილ დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.