აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობისადმი და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი გაერთიანდებიან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობისადმი და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი გაერთიანდებიან

ცამეტი წლის წინ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა საქართველოში, დახოცა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ათასობით ადამიანს აიძულა, საცხოვრებელი დაეტოვებინა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ნედ პრაისი ამბობს, რომ რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენენ და რუსეთის ოკუპაციას ტრაგიკული ადამიანური საფასური აქვს, განსაკუთრებით „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეზღუდვას მსხვერპლი ტყუილუბრალოდ მოჰყვა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობის მიმართ და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი გაერთიანდებიან“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

დატოვე კომენტარი