აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მაიკ პომპეოს შეხვედრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მაიკ პომპეოს შეხვედრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია აღნიშნული, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ცალ-ცალკე გამართულ შეხვედრებზე პომპეომ ხაზი გაუსვა ძალადობის დასრულებისა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას.

მაიკო პომპეომ ასევე ისაუბრა მხარეების მიერ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით არსებითი მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობაზე, რათა კონფლიქტის გადაწყვეტა ჰელსინკის ფინალური აქტის პრინციპებზე დაყრდნობით მოხდეს, კერძოდ კი, ძალის არგამოყენების, ტერიტორიული მთლიანობის, თანასწორი უფლებებისა და ერების თვითგამორკვევის.

მაიკ პომპეო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს 23 ოქტომბერს ვაშინგტონში ცალ-ცალკე შეხვდა.

მანამდე ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მოლაპარაკებები ასევე ცალ-ცალკე მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართეს.

დატოვე კომენტარი