აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების ვარჯიშზე კონფლიქტი მოხდა [ვიდეო] #1TVSPORT
აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების ვარჯიშზე კონფლიქტი მოხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების ბოლო ვარჯიშზე მცირე კონფლიქტი მოხდა ფორვარდ კევინ დურანტსა და ცენტრ ბემ ადებაიოს შორის.

დურანტმა კუთხიდან ზუსტად ისროლა და იმედოვნებდა, რომ ისევ მიაწვდიდნენ ბურთს, მაგრამ ამის ნაცვლად, ადებაიომ ბურთი აიღო და დრიბლინგში ვარჯიში დაიწყო. საბოლოოდ, დურანტმა თანაგუნდელს უსაყვედურა. მოგვიანებით, კალათბურთელებმა სოციალურ ქსელებში განიხილეს მომხდარი.

„მან დაინახა, როგორ ჩავაგდე სამქულიანი, მაგრამ დაიწყო ჩემი ბურთით დრიბლინგი. მას უნდა მიეღო პატივისცემის მცირე გაკვეთილი“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ დურანტმა.

„საკმარისია ტყუილი! კარგად დაინახე, რომ შენი ადგილი ლილარდმა დაიკავა! უბრალოდ, მას უმცროსის დაჩაგვრა უნდოდა“, – უპასუხა ადებაიომ.

მალე დურანტმა ახსენა დრეიკის სიმღერა „არ გესმით ხუმრობა“, რითაც მიანიშნა, რომ არ ღირს მომხდარის სერიოზულად აღქმა.