აშშ-ის პრეზიდენტმა და დანიის პრემიერმა ტელეფონით ისაუბრეს
აშშ-ის პრეზიდენტმა და დანიის პრემიერმა ტელეფონით ისაუბრეს

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით გაჩენილი გაუგებრობის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პირველად ესაუბრა
ტელეფონით. ინფორმაციას „ასოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

დანიის პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერების საუბარი დიდ ხანს გაგრძელდა და ის კონსტრუქციული იყო.

დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ დანიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ამის მიზეზი გრენლანდიის საკითხია. დონალდ ტრამპს მისი ყიდვა სურდა. დანიის პრემიერმა ამ ინიციატივას აბსურდული უწოდა.

დატოვე კომენტარი