აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ამ კვირაში ისაუბრებენ
აშშ-ის პრეზიდენტი რუს კოლეგას, სავარაუდოდ, ამ კვირაში ესაუბრება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა „სიენენთან“ განაცხადა.
„ვფიქრობ, ორ პრეზიდენტს ექნება ნამდვილად კარგი და პოზიტიური საუბარი ამ კვირაში“, – აღნიშნა უიტკოფმა.
ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რამდენიმე კვირაში იქნება მიღწეული.
უიტკოფმა ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომელსაც გადაწყვეტაზე ორიენტირებული დისკუსია უწოდა. თუმცა შეხვედრის დეტალებსა და პუტინის პირობებზე საუბრისგან თავი შეიკავა. უიტკოფმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებული რეგიონები იქნება ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ნაწილი.