აშშ-ის ნაკრებმა პოლონეთი დაამარცხა და მეშვიდე ადგილზე გავიდა | ჩინეთი 2019
აშშ-ის ნაკრებმა პოლონეთი დაამარცხა და მეშვიდე ადგილზე გავიდა | ჩინეთი 2019

კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე გაირკვა მეხუთე და მეშვიდე ადგილების მფლობელები.

აშშ-ის ნაკრებმა მეშვიდე ადგილისთვის მატჩში 87:74 (28:14, 19:16, 16:25, 24:19) მოუგო პოლონეთს.

ამერიკელმა რიგებში საუკეთესო იყო „იუტას“ მცველი დონოვან მიტჩელი, რომელმაც 16 ქულა დააგროვა და 10 შედეგიანი პასი შეასრულა. პოლონელებში ყველაზე შედეგიანი იყო მატეუშ პონიტკა – 18 ქულა.

მეშვიდე ადგილი ყველაზე ცუდი შედეგია ამერიკისთვის ისტორიაში. მანამდე აშშ-სთვის ანტირეკორდი იყო 2002 წლის ჩემპიონატში დაკავებული მეექვსე ადგილი.

მეხუთე ადგილისთვის მატჩში სერბეთის ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა – 90:81 (20:20, 21:30, 28:12, 21:19).