აშშ-ის ნაკრები ოლიმპიადაზე ახალი მწვრთნელით იქნება #1TVSPORT
აშშ-ის ნაკრები ოლიმპიადაზე ახალი მწვრთნელით იქნება #1TVSPORT

კალათბურთში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

როგორც ამერიკული ტელეკომპანია ESPN იტყობინება, მოქმედ ჩემპიონს სათავეში ჩაუდგება ერიკ სპოელსტრა, რომელიც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში „მაიამის“ ავარჯიშებს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სპოელსტრა სტივ კერს შეცვლის, რომლის ასისტენტიც იყო 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე.

სპოელსტრა აშშ-ის ნაკრებს უხელმძღვანელებს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატზე და 2028 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართება.