„მაიამი ჰიტის“ 54 წლის დამრიგებელი ერიკ სპოელსტრა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – იტყობინება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრესსამსახური.
სპოელსტრა აშშ-ის ნაკრებს უხელმძღვანელებს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატზე და 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართება.
სპოელსტრამ ეროვნულ ნაკრებში სტივ კერი შეცვალა, რომლის ასისტენტი იყო 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე.
ერიკ სპოელსტრას მთელი კარიერა „მაიამიში“ აქვს გატარებული. ის ამ გუნდის მთავარი მწვრთნელია 2008 წლიდან და ფლორიდული კლუბი ორჯერ მიიყვანა ჩემპიონობამდე (2012, 2013).