აშშ-ის მთავრობა რემდესივირის ათობით ათასი კურსისთვის საჭირო დოზის პაციენტებისთვის მიწოდებას მიმდინარე კვირიდან დაიწყებს
აშშ-ის მთავრობა რემდესივირის ათობით ათასი კურსისთვის საჭირო დოზის პაციენტებისთვის მიწოდებას მიმდინარე კვირიდან დაიწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა რემდესივირის ათობით ათასი კურსისთვის საჭირო დოზის პაციენტებისთვის მიწოდებას მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიწყებს, – ამის შესახებ მედიკამენტის შემქმნელი კომპანია „გილიადის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დენიელ ოდეიმ ტელეკომპანია „სიბიესის“ ეთერში განაცხადა.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, მთავრობა განსაზღვრავს, თუ რომელი ქალაქებია ყველაზე მეტად მოწყვლადი ეპიდემიის წინაშე და სად არიან პაციენტები, რომლებსაც ეს მედიკამენტი ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.

„ჩვენ ვგეგმავთ, პრეპარატი პაციენტებს მომავალი კვირის დასაწყისში მივაწოდოთ, ვიწყებთ მუშაობას მთავრობასთან, რომელიც განსაზღვრავს, რომელი ქალაქებია ყველაზე მეტად მოწყვლადი და სად არიან პაციენტები, რომლებსაც ეს მედიკამენტი სჭირდებათ“, – განაცხადა ოდეიმ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ „გილიადის“ მიერ წარმოებული მედიკამენტი რემდესივირი „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ დაამტკიცა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ექიმმა ფაუჩიმ რემდესივირის ეფექტიანობის შესახებ განაცხადა.