აშშ-ის მიერ გაგზავნილი სამხედრო დახმარების ახალი პარტია უკრაინაში ჩავიდა
აშშ-ის მიერ გაგზავნილი სამხედრო დახმარების ახალი პარტია უკრაინაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კიევში ამერიკულმა თვითმფრინავმა 80 ტონა შეიარაღება ჩაიტანა.

„მეორე ჩიტი კიევში! 80 ტონაზე მეტი იარაღი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან! და ეს არ არის დასასრული“, – წერს უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ერთი დღით ადრე უკრაინაში ამერიკულმა თვითმფრინავმა 90 ტონა სამხედრო დანიშნულების ტვირთი ჩაიტანა.