აშშ-ის მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერის“ ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერის“ ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა „ფაიზერის“ ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენებას. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის 10-მიკროგრამიანი დოზა დაუშვა. ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე 12 და უფროსი ასაკის მოზარდებში, რომელთა ვაქცინის დოზა 30 მიკროგრამს შეადგენს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა მომავალ კვირაში იგეგმება. საბჭო რეკომენდაციებს განიხილავს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს გამოყენებული ვაქცინა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.

„ფაიზერის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მათი წარმოების ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში 90,7-პროცენტიან ეფექტურობას იძლევა.

„ფაიზერში“ აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ვაქცინების მიწოდებას შაბათიდან დაიწყებენ და ის აშშ-ში მცხოვრები 28 მილიონი შესაბამისი ასაკის ბავშვისთვის იქნება ხელმისაწვდომი.