აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში მოწმეების გამოკითხვას მხარი დაუჭირა
აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში მოწმეების გამოკითხვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში მოწმეების გამოკითხვას დაუჭირა მხარი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 55 სენატორი მიემხრო, 45 კი, წინააღმდეგი წავიდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მოწმეების დაკითხვა პროცესს გაახანგრძლივებს. იმპიჩმენტის პროცესში მოწმეების გამოკითხვას მხარი დაუჭირა ხუთმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მათ შორის მით რომნიმ და ლინდსი გრემმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატები კონგრესის წევრებს ქვეყნის კონსტიტუციის იგნორირებაში სდებენ ბრალს. ტრამპის მეორე იმპიჩმენტს სენატში 67 ხმა სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ კენჭისყრაზე საჭირო იქნება 17 „რესპუბლიკელის“ მხარდაჭერა, რაც, მედიის ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა.