აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კომიტეტის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომიტეტის წევრებმა ბოლო დროს მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ კანონმდებლობაზე ისაუბრეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კი თავის მხრივ, კომიტეტის წევრებს რუსულ აგრესიასთან დაკავშირებულ ბოლო დროს არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფება.