აშშ-ის კონგრესი კორონავირუსთან დაკავშირებულ ფინანსური დახმარების პაკეტზე შეთანხმდა
აშშ-ის კონგრესი კორონავირუსთან დაკავშირებულ ფინანსური დახმარების პაკეტზე შეთანხმდა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ ფინანსური დახმარების პაკეტზე შეთანხმდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აშშ-ის კონგრესის ლიდერების გაცხადებით, მათ 900 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ახალ ფინანსურ პაკეტზე მიაღწიეს შეთანხმებას. ახალი პაკეტი კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკის დახმარებას უზრუნველყოფს. რესპუბლიკელი და დემოკრატი ლიდერების განცხადებით, პაკეტს საკმარისი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, რათა კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცოს. საბოლოოდ კი პაკეტს ხელი აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

„ბოლოს და ბოლოს ჩვენ გვაქვს ორპარტიული მიღწევა, რომელიც ქვეყანას სჭირდებოდა“, – განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა მიჩ მაკკონელმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს რიგით მეორე უდიდესი დახმარების პაკეტია, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას ისახავს მიზნად. პირველი 2,3-ტრილიონიანი პაკეტი მარტში იქნა მიღებული.

ახალი 900-მილიარდიანი პაკეტი ფიზიკური პირების, უმუშევრებისა და სკოლების დახმარებას ითვალისწინებს. ასობით მილიარდი დოლარი მცირე ბიზნესის, ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად და ვაქცინის გავრცელებისთვის გამოიყოფა.