აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არჩევნებში უცხო ძალების ჩარევა არ შეუნიშნავთ
აშშ-ის სპეცსამსახურებს არჩევნებში უცხო ძალების ჩარევა არ შეუნიშნავთ. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ქრისტოფერ კრებსის განაცხადებით, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რომელიმე უცხო სახელმწიფომ შეძლო, ხელი შეეშალა ამერიკელებისთვის ხმის მიცემის პროცესში ან შეეცვალა ხმების რაოდენობა.
„ჩვენ ფხიზლად ვიქნებით, რომ რომელიმე უცხო სახელმწიფომ მიმდინარე ხმის დათვლის პროცესს და შედეგების საბოლოო დამოწმებას ხელი არ შეუშალოს. ამერიკელი ხალხი თავდაცვის უკანასკნელი ხაზია უცხოური გავლენის მცდელობების წინააღმდეგ და ჩვენ მხარს ვუჭერთ მოთმინების გაგრძელებას უახლოეს დღეებსა და კვირებში“, – განაცხადა კრებსმა.