აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის თავდაცვის უწყებას აფრო-ამერიკელი უხელმძღვანელებს
აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის თავდაცვის უწყებას აფრო-ამერიკელი უხელმძღვანელებს

აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის თავდაცვის უწყებას აფრო-ამერიკელი უხელმძღვანელებს. აშშ-ის კონგრესის სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად არმიის გადამდგარი გენერალი, ლოიდ ოსთინი დაამტკიცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს კონგრესის ზედა პალატაში 93-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ორი კი, წინააღმდეგი წავიდა.

ლოიდ ოსთინი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კაბინეტის მეორე წევრი გახდა, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა.

ლოიდ ოსთინი არის ოთხ ვარსკვლავიანი გენერალი, რომელიც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას 2013 წლიდან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამერიკელი გენერალი პენსიაზე სწორედ ამ დროს გავიდა. ლოიდ ოსთინი იყო ერაყსა და სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის მთავარი არქიტექტორი. კოალიციურ ჯარებს რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ აშშ ხელმძღვანელობდა. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის აღფრთოვანებულია გენერალ ოსთინის „სიმშვიდითა და ხასიათით“. ბაიდენის განცხადებით, ლოიდ ოსთინი „არის პატრიოტის განმარტება“.