აშშ-ის, ინდოეთისა და იაპონიის ლიდერები ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ
აშშ-ის, ინდოეთისა და იაპონიის ლიდერები ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის, ინდოეთისა და იაპონიის ლიდერები დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ.

ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის, მშვიდობისა და რეგიონის აყვავების საკითხებზე წარმატებული თანამშრომლობის უზრუნველყოფისთვის ერთმანეთს ყოველწლიურად შეხვდნენ.

დიდი ოცეულის სამიტი იაპონიაში 28-29 ივნისს იმართება.