აშშ-ის ღიას ჩემპიონი როლან გაროსზე ვერ ითამაშებს
აშშ-ის ღიას ჩემპიონი როლან გაროსზე ვერ ითამაშებს

იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ უარი განაცხადა საფრანგეთის ღია პირველობაში თამაშზე, რომელიც ორშაბათს იღებს სტარტს.

„სამწუხაროდ, ვერ შევძლებ წელს როლან გაროსზე გამოსვლას. ჩემი მუხლი კვლავინდებურად არ არის ფორმაში და არ მაქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ ის წესრიგში მოვიყვანო. წარმატებას ვუსურვებ ტურნირის ორგანიზატორებს. იმედია, მალე შევხვდებით“, – დაწერა საკუთარ „ინსტაგრამში“ ოსაკამ.

იაპონელმა ცოტა ხნის წინ აშშ-ის ღია პირველობა მოიგო. მან ფინალში ბელარუსი ვიქტორია აზარენკა დაამარცხა და „დიდი სლემის“ ტურნირების სამგზის ჩემპიონი გახდა.

უფრო ადრე, როლან გაროსზე თამაში იუარა მოქმედმა ჩემპიონმა, ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ.

როლან გაროსის ძირითადი ბადის თამაშები 27 სექტემბერს დაიწყება.