აშშ-ის ღია პირველობის კორტებზე მოწყობილი დროებითი ჰოსპიტალი მუშაობას წყვეტს
აშშ-ის ღია პირველობის კორტებზე მოწყობილი დროებითი ჰოსპიტალი მუშაობას წყვეტს

აშშ-ის ღია პირველობის საჩოგბურთო სტადიონზე მოწყობილი დროებითი ჰოსპიტალი ფუქციონირებას წყვეტს.

მარტის ბოლოს, ეროვნული საჩოგბურთო ცენტრის 12 კორტზე საველე საავადმყოფო მოეწყო, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულ 470 პაციენტს ემსახურებოდა. ასევე გახსნილი იყო ინტენსიური თერაპიის განყოფილება, რომელსაც 20 მძიმე ავადმყოფის მიღება შეეძლო. მაგრამ ახლა, დროებითი კლინიკის მუშაობის აუცილებლობა აღარ არსებობს.

„საავადმყოფო ოფიციალურად დაკეტილია. სამი-ოთხი კვირა დასჭირდება მის დაშლას, დეზინფიცირებას და შიდა ბიზნესის ამუშავება. ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ”, – განაცხადა საჩოგბურთო ცენტრის დირექტორმა დენი ზაუსნერმა.

აშშ-ის ღია პირველობის ჩატარება 24 აგვისტოდან 13 სექტემბრამდეა დაგეგმილი.