აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული თითქმის ოთხ მილიონს მიიღებს
აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული თითქმის ოთხ მილიონს მიიღებს

ჩოგბურთში ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებმა საპრიზო ფონდის გაზრდის შესახებ გამოაცხადეს. ტურნირის პრესსამსახურის ცნობით, ჩოგბურთელებისთვის განკუთვნილი საერთო თანხა 57 მილიონ დოლარს შეადგენს.

მამაკაცთა და ქალთა ერთეულებში გამარჯვებულები თითქმის ოთხ მილიონ დოლარს მიიღებენ (3.85 მილიონი დოლარი), რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 50 ათასით მეტია. პირველ წრეში წაგებული ჩოგბურთელი 58 ათას დოლარს მიიღებს.

წყვილებში გამარჯვებულ დუეტს ეკუთვნის 740 ათასი დოლარი.

ამერიკის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება სარეკორდო იქნება ჩოგბურთის ისტორიაში საპრიზო თანხის ოდენობით.