აშშ-ის ღია 2021 | ქალთა ტურნირი, პირველი დღე - ფაქტები და შედეგები #1TVSPORT
აშშ-ის ღია 2021 | ქალთა ტურნირი, პირველი დღე - ფაქტები და შედეგები #1TVSPORT

ფაქტები

* ქალთა ტურნირის პირველ დღეს ერთი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას.

* ელიზ მერტენსმა მეორე და მესამე სეტებში სამ სხვადასხვა გეიმში ექვსი მატჩბოლი მოიგერია. ერთ გეიმში მან 0:40-დან შეძლო მატჩის გადარჩენა.

* მერტენსისა და პეტერსონის შეხვედრა 3 საათი და 40 წუთი გაგრძელდა. ეს არის აშშ-ის ღიას ქალთა ტურნირზე მატჩის ხანგრძლივობის ახალი რეკორდი.

* 20 წლის ამერიკელმა ალისია პარკსმა მოწოდება 208 კმ/სთ სიჩქარით შეასრულა, რაც ვინუს უილიამსის რეკორდის გამეორებაა.

* კარლა სუარეს ნავარომ ბოლო მატჩი ჩაატარა აშშ-ის ღიაზე.

 

ქალები. I წრე (განთესილთა მატჩები)

სვიტოლინა (უკრ, 5)-მარინო (კან) 6:2, 6:3

კასატკინა (რუს, 25)-პირონკოვა (ბულ) 6:2, 6:1

რიბაკინა (ყაზ, 19)-სასნოვიჩი (ბლრ) 6:2, 6:3

ჰალეპი (რუმ, 12)-ჯორჯი (იტა) 6:4, 7:6(3)

კერბერი (გერ, 16)-იასტრემსკა (უკრ) 3:6, 6:4, 7:6(3)

გაუფი (აშშ, 21)-ლინეტი (პოლ) 5:7, 6:3, 6:4

კანეპი (ესტ)-პუტინცევა (ყაზ, 31) 2:6, 7:6(4), 6:2

ოსაკა (იაპ, 3)-ბუზკოვა (ჩეხ) 6:4, 6:1

კრეიჩიკოვა (ჩეხ, 8)-შარმა (ავსტრა) 6:0, 6:4

ალექსანდროვა (რუს, 32)-ერანი (იტა) 6:3, 6:2

აზარენკა (ბლრ, 18)-მარტინკოვა (ჩეხ) 6:4, 6:0

მუგურუსა (ესპ, 9)-ვეკიჩი (ხორ) 7:6(4), 7:6(5)

მერტენსი (ბელ, 15)-პეტერსონი (შვედ) 3:6, 7:6(5), 7:6(5)

ჟაბორი (ტუნ, 20)-კორნე (საფ) 7:5, 7:5

კოლინზი (აშშ, 26)-სუარეს ნავარო (ესპ) 6:2, 6:4

საბალენკა (ბლრ, 2)-სტოიანოვიჩი (სერ) 6:4, 6:7(4), 6:0