აშშ-ის ღია 2019 - ფედერერი ჯოკოვიჩის მხარეს მოხვდა
აშშ-ის ღია 2019 - ფედერერი ჯოკოვიჩის მხარეს მოხვდა

ნიუ იორკში შედგა აშშ-ის ღიას მამაკაცთა ტურნირის ძირითადი ბადის წილისყრა. მთავარი გასარკვევი საკითხი იყო – ბადის რომელ მხარეს მოხვდებოდა მესამე ნომრად განთესილი როჯერ ფედერერი. საბოლოოდ, შვეიცარიელი ბადის ზედა მხარეს მოხვდა და შესაბამისად, ნახევარფინალში პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის სავარაუდო მეტოქე გახდა. ტურნირის მეოთხე ნომერი დომინიკ ტიმი ბადის ქვედა მხარეს მეორე ნომრის რაფაელ ნადალის კონკურენტი იქნება.

ჯოკოვიჩს პირველ მეტოქედ ესპანელი რობერტო კაბრალიეს-ბაენა ერგო, ნადალს – ავსტრალიელი ჯონ მილმენი, ფედერერს – კვალიფიკაციის გამარჯვებული, რომელიც ჯერ არ არის ცნობილი.
პირველი წრის მთავარი მატჩი გაიმართება ბერძენ სტეფანოს ციციპასსა და რუს ანდრეი რუბლიოვს შორის. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ, ცინცინატის „მასტერსზე“ ფედერერს მოუგო და ფინალამდე მიაღწია.

მეთექვსმეტედფინალის წყვილები იმ შემთხვევაში, თუ პირველ ორ წრეს წარმატებით გაივლიან განთესილები:

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ლაიოვიჩი (სერ, 27)

ვავრინკა (შვეიც, 23)-ანდერსონი (ს. აფრ, 16)

ფონინი (იტა, 11)-ბასილაშვილი (საქ, 17)

ფრიტცი (აშშ, 26)-მედვედევი (რუს, 5)

ფედერერი (შვეიც, 3)-პუიე (გერ, 25)

პეია (არგ, 19)-გოფენი (ბელ, 15)

ჩორიჩი (ხორ, 12)-რაონიჩი (კან, 21)

გარინი (ჩილ, 31)-ნიშიკორი (იაპ, 7)

ციციპასი (საბ, 8)-კირგიოსი (ავსტრა, 28)

ბერეტინი (იტა, 24)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 10)

მონფილსი (საფ, 13)-ოჟე ალიასიმი (კან, 18)

ედმუნდი (ბრიტ, 30)-ტიმი (ავსტრია, 4)

ა. ზვერევი (გერ, 6)-პერი (საფ, 29)

შვარცმანი (არგ, 20)-ხაჩანოვი (რუს, 9)

ისნერი (აშშ, 14)-ჩილიჩი (ხორ, 22)

ვერდასკო (ესპ, 32)-ნადალი (ესპ, 2)

მერვედფინალის სავარაუდო წყვილები

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ანდერსონი (ს. აფრ, 16)

ფონინი (იტა, 11)-მედვედევი (რუს, 5)

ფედერერი (შვეიც, 3)-გოფენი (ბელ, 15)

ჩორიჩი (ხორ, 12)-ნიშიკორი (იაპ, 7)

ციციპასი (საბ, 8)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 10)

მონფილსი (საფ, 13)-ტიმი (ავსტრია, 4)

ა. ზვერევი (გერ, 6)-ხაჩანოვი (რუს, 9)

ისნერი (აშშ, 14)-ნადალი (ესპ, 2)

მეოთხედფინალის სავარაუდო წყვილები

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მედვედევი (რუს, 5)

ფედერერი (შვეიც, 3)-ნიშიკორი (იაპ, 7)

ციციპასი (საბ, 8)-ტიმი (ავსტრია, 4)

ა. ზვერევი (გერ, 6)-ნადალი (ესპ, 2)

ნახევარფინალის სავარაუდო წყვილები

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფედერერი (შვეიც, 3)

ტიმი (ავსტრია, 4)-ნადალი (ესპ, 2)