აშშ-ის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ქვეყანაში სისტემური რასიზმი არ არსებობს
აშშ-ის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ქვეყანაში სისტემური რასიზმი არ არსებობს

აშშ-ის გენერალური პროკურორი, ბილ ბარი აცხადებს, რომ აშშ-ის სამართალდამცავ უწყებებში სისტემური რასიზმის არსებობის არ სჯერა. ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა „სიბიესთან“ სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ აშშ-ში რასიზმი არსებობს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ სამართალდამცავ ორგანოებში სისტემური რასიზმია. თუმცა, მე მესმის აფროამერიკელების უნდობლობა, ამ ქვეყნის ისტორიის გათვალისწინებით. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ისტორიულად ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებში რასიზმი არსებობდა, მაგრამ ვფიქრობ, რეფორმები მუშაობს და პროგრესიც სახეზე გვაქვს“, – განაცხადა ბილ ბარმა.