აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მეორე შეხვედრა მიმდინარეობს
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მეორე შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მეორე შეხვედრა იმართება.

მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩთან ერთად ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

რეზიდენციაში იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და იმ რვა პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

დიპლომატების მონაწილეობით პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, 12 ნოემბერს გაიმართა.