აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მეორე შეხვედრა გაიმართება

10:38, 14.11.2020

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მეორე შეხვედრა დღეს გაიმართება. პოლიტიკოსები უკვე იკრიბებიან ელჩის რეზიდენციაში.

მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩთან ერთად დაესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

დიპლომატების მონაწილეობით პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, 12 ნოემბერს გაიმართა.

მსგავსი