აშშ-ის ელჩი - შრი-ლანკაზე თავდასხმები კვლავ არის მოსალოდნელი
აშშ-ის ელჩი - შრი-ლანკაზე თავდასხმები კვლავ არის მოსალოდნელი

აშშ-ის ელჩმა ალაინ ტეპლიცმა შრი-ლანკის ხელისუფლება მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ გააფრთხილა. მისი თქმით, სასტუმროებსა და ეკლესიებზე თავდასხმის ორგანიზატორების ნაწილი სავარაუდოდ ჯერ კიდევ თავისუფალია.

„ძალიან დიდი პროგრესი იყო მიღწეული და ამაზე მეტყველებს დაკავებები, მაგრამ არ მგონია, რომ ამით ისტორია დასრულებულია. ჩემი აზრით, ახალი თავდასხმების ორგანიზება აქტიურად მიმდინარეობს“ – განაცხადა შრი-ლანკაში აშშ-ის ელჩმა.

პარალელურად, ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები კვლავ გამკაცრებულია, რადგან სამართალდამცავები ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილებს ეძებენ.

21 აპრილს შრი-ლანკაზე მოწყობილ ტერაქტებს 250 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

დატოვე კომენტარი