აშშ-ის დაზვერვა - კორონავირუსი ხელოვნურად არ არის შექმნილი, თუმცა მისი გავრცელების მიზეზების შესწავლა გრძელდება
აშშ-ის დაზვერვა - კორონავირუსი ხელოვნურად არ არის შექმნილი, თუმცა მისი გავრცელების მიზეზების შესწავლა გრძელდება

აშშ-ის სპეცსამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „კოვიდ-19“ ხელოვნურად არ შეუქმნიათ. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

ამასთან, რელიზში აღნიშნულია, რომ სპეცსამსახურები აგრძელებენ ვირუსის გავრცელების მიზეზების შესწავლას.

„სპეცსამსახურები აგრძელებენ ვირუსი გავრცელების დეტალურ შესწავლას, რათა დადგინდეს, ხომ არ გავრცელდა ვირუსი ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის გამო ან ხომ არ იყო ეს გამოწვეული ქალაქ უხანში მდებარე ლაბორატორიაში ინციდენტით“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში მოითხოვენ, რომ კორონავირუსის გავრცელების წყაროს დასადგენად გამოძიება ჩატარდეს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ არაერთხელ გააკეთეს. აშშ-ის ადმინისტრაციაში ასევე მოითხოვენ, რომ გამოძიება დაინტერესდეს ეპიდემიის გავრცელების დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობითაც.