აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა ქვეყნის ზრდასრული მოქალაქეების 70 პროცენტს აქვს გაკეთებული
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა ქვეყნის ზრდასრული მოქალაქეების 70 პროცენტს აქვს გაკეთებული

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა ზრდასრული მოქალაქეების 70 პროცენტს აქვს გაკეთებული, – შესაბამის ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, სრულად ვაქცინირებულია აშშ-ის სრული მოსახლეობის 49,7 პროცენტი.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებული თავდაპირველი გეგმით, ზრდასრული მოქალაქეების 70 პროცენტი ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით აცრილი 4 ივლისისთვის უნდა ყოფილიყო. 2 აგვისტოს მონაცემებით, აშშ-ში სულ გამოყენებულია ვაქცინის 346 მილიონზე მეტი დოზა.

აშშ-ში იმუნიზაციის პროცესი „ფაიზერის“, მოდერნასა“ და „ ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებით მიმდინარეობს.