აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი შეშფოთებულია, რომ ჩინეთი ამ დრომდე არ ავრცელებს ოფიციალურ მონაცემებს კორონავირუსთან დაკავშირებით
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი შეშფოთებულია, რომ ჩინეთი ამ დრომდე არ ავრცელებს ოფიციალურ მონაცემებს კორონავირუსთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ოფიციალურ მონაცემებს კორონავირუსთან დაკავშირებით.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელებიდან სამი კვირის შემდეგაც კი უცნობია, რამდენი პაციენტი დაავადდა ცხოველებთან კონტაქტის შედეგად და რამდენს გადაედო ვირუსი დაინფიცირებული ადამიანისგან.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად დაღუპულია 17 ადამიანი, 600-ზე მეტი კი ინფიცირებულია.