აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს გერმანიასა და დანიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს გერმანიასა და დანიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოქალაქეებს გერმანიასა და დანიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს ამ ქვეყნებში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, უწყებას დანიასა და გერმანიაში მოგზაურობასთან დაკავშირებით გაფრთხილების მეოთხე დონე აქვს გაცემული, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ევროპის ამ ქვეყნებში მოგზაურობისგან.

ამასთან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა მეოთხე დონის გაფრთხილება მესამე დონით ჩაანაცვლა ისრაელში მოგზაურობასთან დაკავშირებით.

ბოლო დღეების განმავლობაში გერმანიაში ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. 22 ნოემბრის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 30 643 შემთხვევა გამოვლინდა, 62 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაიზარდა დანიაში, რომელმაც პირველად ბოლო შვიდი თვის განმავლობაში შეზღუდვები აღადგინა. კერძოდ, დანიაში საჯარო დაწესებულებებში შესასვლელად კოვიდპასპორტების წარდგენაა სავალდებულო.

დატოვე კომენტარი