აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში დიდთოვლობაა
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში დიდთოვლობაა

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს დიდთოვლობა დაატყდა თავს. „როიტერის“ ინფორმაციით, სანაპირო ზონაში თოვლს ძლიერი ქარი ახლავს თან, რასაც ქალაქ ნიუ იორკსა და სხვა ურბანულ ცენტრებში მასობრივი ზარალი მოჰყვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აშშ-ის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონში თოვლის საფარის სიმაღლე 60 სანტიმეტრს მიაღწევს.

აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახური 2016 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ თოვლს პროგნოზირებს.

ნიუ ჯერსის შტატის გუბერნატორმა, ფილ მერფიმ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის შემდეგაც ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა.