აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში ექვსი ამერიკელი სამხედროა დაღუპული
ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში ექვსი ამერიკელი სამხედროა დაღუპული, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს.
„ამერიკულმა ძალებმა ახლახან ორი სამხედროს ცხედარი ამოიყვანეს, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობი იყო… ძირითადი საბრძოლო ოპერაციები გრძელდება. დაღუპულთა ვინაობა არ გამჟღავნდება, ვიდრე არ გავა 24 საათი მათი ოჯახის წევრების ოფიციალური შეტყობინებიდან“, – ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.