აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს

01:14, 21.07.2026

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მიზანს ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითება წარმოადგენს.

„დღეს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 04:00 საათზე აშშ-ის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი რაუნდი დაიწყეს. დარტყმები მიზნად ისახავს ირანის იმ სამხედრო შესაძლებლობების შემდგომ დაქვეითებას, რომლებიც გამოიყენება ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანზე აშშ-ის იერიშების შესახებ განცხადება გაავრცელა ირანულმა მედიამაც. ირანული საინფორმაციო სააგენტოს, „ფარსის“ ცნობით, ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ სირიკთან ახლოს აფეთქებების ხმა ისმოდა. ამასთან, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ცნობით, მათ ამერიკული ფრთოსანი რაკეტა ირანის ცენტრალურ, ქერმანის პროვინციაში ჩამოაგდეს.

მსგავსი