აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს, ირანზე თავდასხმისას B-1-ის ტიპის ბომბდამშენები გამოიყენეს

23:28, 02.03.2026

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, გასულ ღამეს, ირანზე თავდასხმისას B-1-ის ტიპის ბომბდამშენები გამოიყენეს. ამის შესახებ ცენტრალური სარდლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„გასულ ღამეს ამერიკულმა B-1-ის ტიპის ბომბდამშენებმა ირანის სიღრმეში მიიტანეს იერიში, რათა დაეზიანებინათ ირანის ბალისტიკური სარაკეტო შესაძლებლობები“, – აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.

მსგავსი