აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმები დაიწყეს

02:25, 13.07.2026

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმები დაიწყეს.

„დღეს, აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეასუსტონ მათი შესაძლებლობა, თავდასხმები განახორციელონ სამოქალაქო მეზღვაურებსა და კომერციულ გემებზე ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად მიმოსვლისას. უმაღლესმა მთავარსარდალმა გასცა ბრძანება ამ დარტყმების განხორციელების შესახებ, რათა ირანის ძალებს თავიანთ ქმედებებზე პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, – აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.

ცნობისთვის, დაძაბულობა ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემზე ირანის თავდასხმას მოჰყვა. ამასთან, ვაშინგტონი და თეირანი კვლავ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებენ სრუტეში საზღვაო მიმოსვლის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მსგავსი