აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ირანის თავდასხმების დროს დაჭრილი ამერიკელი სამხედრო გარდაიცვალა, რითაც დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი შვიდამდე გაიზარდა
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ირანის თავდასხმების დროს დაჭრილი ამერიკელი სამხედრო გარდაიცვალა, რითაც დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანთან ომში მეშვიდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

„გუშინ, ღამით ირანის რეჟიმის ახლო აღმოსავლეთში თავდასხმების დროს მიღებული ჭრილობების შედეგად ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. ის საუდის არაბეთის სამეფოში ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმის ადგილზე პირველ მარტს მძიმედ დაიჭრა“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, დაღუპული ჯარისკაცის ვინაობა ჯერჯერობით გასაიდუმლოებული იქნება, ვიდრე ამის შესახებ მისი ოჯახის წევრებს არ აცნობებენ.