აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ახალი იერიში განახორციელეს სამხრეთ ირანის სამიზნეებზე

04:49, 26.05.2026

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ახალი იერიში განახორციელეს სამხრეთ ირანის სამიზნეებზე, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმები განხორციელდა თავდაცვის მიზნით და მიზნად ისახავდა ამერიკელი სამხედროების დაცვას ირანის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი საფრთხეებისგან.

„აშშ-ის სამხედრო ძალები აგრძელებს ჩვენი პერსონალის დაცვას, ავლენს თავშეკავებას მიმდინარე შეთანხმების პერიოდში“, – განაცხადა ცენტრალური სარდლობის სპიკერმა.

მსგავსი