აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი რუსეთის გენშტაბის მეთაურს 4 მარტს ვენაში შეხვდება
აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი რუსეთის გენშტაბის მეთაურს 4 მარტს ვენაში შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი ჯოზეფ დანფორდი რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს 4 მარტს ვენაში შეხვდება.

ჯოზეფ დანფორდისა და ვალერი გერასიმოვის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სირიაში ოპერაციების განხორციელებისას საერთაშორისო კოალიციასა და რუსეთს შორის შეტაკების თავიდან აცილების, აშშ-რუსეთის სამხედრო ხაზით ურთიერთობებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხები იქნება.

ვალერი გერასიმოვი ვენაში, ავსტრიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, რობერტ ბრიგერსაც შეხვდება.

ჯოზეფ დანფორდსა და ვალერი გერასიმოვს შორის ბოლო კომუნიკაცია ტელეფონით, 4 იანვარს შედგა. საუბრის მთავარი თემა მაშინ სირიის კონფლიქტი იყო.