აშშ-ის ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მთავარ ტერორისტულ საფრთხეებად „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ ქაიდა“ რჩებიან
აშშ-ის ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მთავარ ტერორისტულ საფრთხეებად „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ ქაიდა“ რჩებიან

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორმა, ქრისტინ აბიზაიდმა განაცხადა, რომ საზღვარგარეთ შეერთებული შტატებისთვის მთავარ ტერორისტულ საფრთხეებად „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ ქაიდა“ რჩებიან.

„ვთვლით, რომ „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ ქაიდა“ რჩებიან ძირითად ტერორისტულ საფრთხედ აშშ-სთვის“, – აღნიშნა აბიზაიდმა.

მისი თქმით, ერაყში, სირიაში, იემენსა და სომალიში, ზემოხსენებულ ტერორისტულ ჯგუფებთან დაკავშირებული ორგანიზაციები დასავლეთისთვის გარკვეულ საფრთხეებს ქმნიან.

ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად, ირანი და ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ინტერესებისთვის საფრთხის შემცველნი არიან.