აშშ-ის ღიას როჯერ ფედერერი გამოეთიშა
აშშ-ის ღიას როჯერ ფედერერი გამოეთიშა

დიდი სენსაციით დასრულდა მერვე სათამაშო დღე ამერიკის ღია პირველობაზე. ტურნირს გამოეთიშა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი. მან სამი საათისა და 36 წუთის ბრძოლის შემდეგ ოთხ სეტში წააგო მსოფლიოს 55-ე ჩოგანთან, 29 წლის ავსტრალიელ ჯონ მილმენთან.

ფედერერმა შეძლო პირველი სეტის მოგება, მაგრამ შემდეგ ოდნავ უპირატესობას ავსტრალიელი ფლობდა, რომელსაც ძალიან დაეხმარა როჯერის 75 უნებლიე შეცდომა.

ამ მატჩის შემდეგ, კაცების ტურნირზეც ყველა მეოთხედფინალური წყვილი დაკომპლექტდა.

კაცები
1/8 ფინალი
ჩილიჩი (ხორ, 7)-გოფენი (ბელ, 10) 7:6(6), 6:2, 6:4
ნიშიკორი (იაპ, 21)-კოლშრაიბერი (გერ) 6:3, 6:2, 7:5
ჯოკოვიჩი (სერ, 6)-სოუზა (პორ) 6:3, 6:4, 6:3
მილმენი (ავსტრა)-ფედერერი (შვეიც, 2) 3:6, 7:5, 7:6(7), 7:6(3)
1/8 ფინალი
ნადალი (ესპ, 1)-ტიმი (ავსტრია, 9)
დელ პოტრო (არგ, 3)-ისნერი (აშშ, 11)
ჩილიჩი (ხორ, 7)-ნიშიკორი (იაპ, 21)
ჯოკოვიჩი (სერ, 6)-მილმენი (ავსტრა)