აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე ფინალში სერენა უილიამსი და ნაომი ოსაკა ითამაშებენ
აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე ფინალში სერენა უილიამსი და ნაომი ოსაკა ითამაშებენ

აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე ფინალში ამერიკელი სერენა უილიამსი და იაპონელი ნაომი ოსაკა ითამაშებენ.

ლეგენდარულმა სერენამ ლატვიელ ანასტასია სევასტოვასთან ნახევარფინალი ორი გეიმის წაგებით დაიწყო, მაგრამ 0:2-ის შემდეგ, ამერიკელმა 13 გეიმიდან 12 მოიგო და 6:3, 6:0 გაიმარჯვა. “დიდი სლემის” ტურნირების 23-გზის ჩემპიონი 31-ე ფინალში გავიდა “დიდ სლემზე” და მეცხრე ფინალში – აშშ-ის ღიაზე.

მეორე ნახევარფინალში ოსაკამ ასევე ორ სეტში მოუგო შარშანდელ ფინალისტს, ამერიკელ მედისონ კისს. იაპონელმა 13-დან 13 ბრეიკ-პოინტი მოიგერია, თავად კი ოთხიდან სამი ბრეიკ-პოინტის გამოყენება მოახერხა და პირველი იაპონელი ქალი ჩოგბურთელია, ვინც “დიდი სლემის” ტურნირების ფინალში ითამაშებს. 6:2, 6:4 – ასეთია მატჩის საბოლოო ანგარიში.

სერენა უილიამსისა და ნაომი ოსაკას ფინალი შაბათს გაიმართება. სხვათა შორის, წელს ეს ჩოგბურთელები მაიამის ტურნირზე შეხვდნენ ერთმანეთს და იაპონელმა შეძლო ამერიკელის დამარცხება.