აშშ-ის F-35B ტიპის ავიაგამანადგურებელმა პირველი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და „თალიბანის“ პოზიციები დაბომბა
აშშ-ის F-35B ტიპის ავიაგამანადგურებელმა პირველი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და  „თალიბანის“ პოზიციები დაბომბა

აშშ-ის F-35B ტიპის ავიაგამანადგურებელმა პირველი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და ავღანეთში „თალიბანის“ პოზიციები დაბომბა. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო ხომალდ USS Essex-იდან აფრინდა. სტელსის ტექნოლოგიის ავიაგამანადგურებელი F-35B საზღვაო-ქვეითების კორპუსისთვის შეიქმნა. ზებგერით თვითმფრინავს სწრაფად აფრენა შეუძლია და ვერტიკალური დაშვების ფუნქცია აქვს. ავიაგამანადგურებელი რადარებზე გამოჩენის შესაძლებლობებს ამცირებს.