აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივ წვრთნებს 16 აგვისტოდან დაიწყებენ

21:42, 15.08.2021

შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ყოველწლიურ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს 16 აგვისტოდან დაიწყებენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის პროტესტის მიუხედავად, სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები რეგულარულად ატარებენ სამხედრო წვრთნებს, ძირითადად გაზაფხულსა და ზაფხულში.

მიმდინარე სწავლება ცხრა დღე გაგრძელდება და უმეტესწილად შედგება თავდაცვით, კომპიუტერულად მოდელირებულ პირობებში და ნაკლებ საველე სიტუაციაში.

მსგავსი